ამ ეტაპზე, თბილისის აეროპორტში სარეგისტრაციო სისტემა ყველა კომპანიას შეუფერხებლად მიეწოდება , - ამის შესახებ ”ტავ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, სარეგისტრაციო სისტემას პრობლემა მხოლოდ თბილისის შემომავალ ხაზზე შეექმნა და სულ 7 ავიაკომპანიის რეისების შეფერხება გამოიწვია.
მისივე თქმით, შეფერხების შესახებ შეტყობინება წუხელვე ეცნობა სარეგისტრაციო სისტემის წარმომადგენელ კომპანიას მონრეალში. როგორც თეა ზაქარაძემ აღნიშნა, თბილისის აეროპორტში პრობლემა სრულად 12:00 საათისთვის ამოიწურება.
”ღამის 02:00 საათიდან იყო სისტემური შეფერხება. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ეს არის ”სიტა სისტემა”. პრობლემა შეექმნა თბილისის შემომავალ ხაზს. ეს იგივეა, რომ გაითიშოს ინტერნეტი. დაგვიანება რეისებზე მაქსიმუმ 1 საათი და 20 წუთი იყო და 7 ავიაკომპანიას შეექმნა სისტემური შეფერხება”, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.