ივნისში 19.3 მილიარდი ლარის სესხი გაიცა

მიმდინარე წლის ივნისში 19.3 მილიარდი ლარის სესხი გაიცა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის ივნისში 3.6 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხი გაიცა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 3.9 მილიარდი ლარის.

საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.8 მილიარდი ლარით გაიზარდა იპოთეკური სესხები. ივნისის მონაცემებით, 4.3 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხი გაიცა, მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 2.5 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, ივნისში ბიზნესზე გაცემულმა სესხებმა 2.5 მილიარდი ლარი შეადგინა. გასული წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 2.4 მილიარდი ლარი იყო.