იდეალური ადგილი თბილისში შეხვედრებისა და საქმიანი საუბრებისთვის - „ბილტმორ თბილისის“ ლობი ბარი

გგონიათ მობილურის, კომპიუტერისა და ონლაინ სამყაროს გარეშე თავისუფალი დროის გატარება წარმოუდგენელია? ცდებით, რადგან ჩვენი წინაპრები ამას აკეთებდნენ და თანაც ძალიან კარგად გამოსდიოდათ.

განტვირთვისა და დასვენების ხელოვნებას განსაკუთრებით კარგად ფლობდნენ ევროპელი არისტოკრატები. მათი გასართობი გახლდათ: სადილები, ვახშმები, წვეულებები, ცეკვები, სეირნობა, თამაშები და რაც ყველაზე მთავარია შეკრებები ბარებში.

bpn

სწორედ ბარებიიყო არისტოკრატების განტვირთვის მთავარი ადგილი.

აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს და საკუთარი თანამედროვეობის გამორჩეულ ხელოვანებს, აბამდნენ ახალ ნაცნობობას, ახალ რომანებს, საუბრობდნენ ყველაფერზე და მაგიდის თამაშებსაც თამაშობდნენ.

bpnსწორედ ბარებში მიმდინარე მოვლენები გამხდარა არაერთი ცნობილი ხელოვანისთვის შთაგონების წყარო. აქ პოლიტიკასაც განიხილავდნენ და ისეთ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ, რომლებმაც მსოფლიოს განვითარებაზეიქონიაგავლენა.

არიტოკრატიული ბარებით განსაკუთრებით განთქმული გახლდათ საფრანგეთი, თუმცა არც საქართველო ჩამორჩებოდა ამ ჩვეულებას.

მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ბარები და კაფე-კლუბები კიდევ უფრო მომრავლდა. იქ ქართველი მხატვრები, მწერლები და მუსიკოსები სიამოვნებით იკრიბებოდნენ.

ძველი არისტოკრატებისა და ხელოვანების მიერ შექმნილი ამ გასართობის ფერმკრთალ აჩრდილად შეგვიძლია მივიჩნიოთ დღეს არსებული ყველა კაფე და ბარი, თუმცა პირვანდელი ხიბლის წარმოჩენას მხოლოდ იშვიათად ახერხებს რომელიმე მათგანი.

თბილისს სულ ცოტა ხნის წინ შეემატა ბარი, რომელიც სწორედ ამ ევროპელი კულტურის შთაგონებითაა შექმნილი და სადაც შეხვდებით ძველი ბარებისმთავარ ატრიბუტს, თანამედროვეობასთან შერწყმულ არისტოკრატიულ აურასა და გარემოს.

bpn

იმ შემთხვევაში თუ მშვიდი, მყუდრო, კომფორტული და სასიამოვნო გარემო გჭირდებათ, სადაც თქვენთვის საინტერესო თემებზე თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ერთად ისაუბრებთ და სადაც განტვირთვისთვის აუცილებელი ყველა ატრიბუტი დაგხვდებათ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ Lobby Bar -ს.  Lobby Bar განთავსებულია სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ პირველ სართულზე, თბილისის ერთ-ერთი ისტორიულ შენობაში - იმელში. არაჩვეულებრივი გარემოს გარდა, Lobby Bar გთავაზობთ უგემრიელეს სასმელებს, დესერტებს, მადისაღმძვრელ სენვიჩებს, სალათებს და რაც მთავარია ბილტმორის კლასიკურ ინგლისურ ჩაის (The Biltmore Classic English Afternoon Tea).

დილის 7-დან ღამის 11 საათამდე, თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ მეგობრების შეკრება, პაემანი ან საქმიანი შეხვედრა Lobby Bar-ში და იყოთ მშვიდად, რადგან ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩაივლის.