2017-2018 წლების ნადირობის სეზონზე ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობები ცნობილია.
საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტამდე, ნადირობა ნებადართულია შემდეგ წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; რუხი იხვი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; ჭიკვარა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; გარეული იხვი - დღიური ლიმიტი 6 ცალი; იხვინჯა - დღიური ლიმიტი 3 ცალი; ფართოცხვირა - დღიური ლიმიტი 3 ცალი; მელოტა - დღიური ლიმიტი 6 ცალი; კუდსადგისა იხვი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი - დღიური ლიმიტი 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; წითელთავა ყვინთია - დღიური ლიმიტი 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია - დღიური ლიმიტი 5 ცალი.
მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით ნადირობა ნებადართულია შემდეგ წყალმცურავ ფრინველებზე: რუხი ბატი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; რუხი იხვი - დღიური ლიმიტი 2 ცალი; ჭიკვარა - დღიური ლიმიტი 3 ცალი; გარეული იხვი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; იხვინჯა - დღიური ლიმიტი 2 ცალი; ფართოცხვირა - დღიური ლიმიტი 2 ცალი; მელოტა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; კუდსადგისა იხვი - დღიური ლიმიტი 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი - დღიური ლიმიტი 3 ცალი; წითელთავა ყვინთია - დღიური ლიმიტი 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია - დღიური ლიმიტი 3 ცალი.
2017 წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე კი ნებადართულია ნადირობა შემდეგ გადამფრენ ფრინველებზე: ტყის ქათამი - დღიური ლიმიტი 5 ცალი; ჩიბუხა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; მწყერი - დღიური ლიმიტი 20 ცალი; ქედანი - დღიური ლიმიტი 10 ცალი; გარეული მტრედი - დღიური ლიმიტი 10 ცალი; გულიო - დღიური ლიმიტი 10 ცალი; ჩვეულებრივი გვრიტი - დღიური ლიმიტი 10 ცალი; ღალდა - დღიური ლიმიტი 5 ცალი; ჩიბუხელა - დღიური ლიმიტი 5 ცალი.
ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.