დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ისევ გრძელდება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კვლავ კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც მერის რანგში მუშაობას დაასრულებს.

„მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დავასრულებ მოღვაწეობას თბილისის მერის რანგში, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. დაველოდოთ, მანამდე არ ვიჩქაროთ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვაკანტურია. ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება.