ტოპ-5 ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ“ ტოპ ხუთი ავიაკომპანია დაასახელა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

კომპანიის ინფორმაციით, აპრილი-ივლისის პერიოდში ყველაზე მეტ მგზავრს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოემსახურა. მას მოსდევს, TURKISH AIRLINES, Ukraine International, AEROFLOT da Flydubai.

“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 180 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.