კვერცხში ტოქსიკური ნივთიერება ფიპრონილის აღმოჩენის გამო ნიდერლანდებში, ბელგიაში, გერმანისა და საფრანგეთში ქათმის ფერმები დახურეს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სიკერმა დენიელ როსარიომ განაცხადა.
მისივე თქმით, ფერმებში მასობრივად ხდება კვერცხის განადგურება.
აღნიშნული ქვეყნების ფერმებიდან პროდუქციის ექსპორტი ხდებოდა შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაშ, ლუქსემბურგში, იტალიაში, ირლანდიასა და დანიშია, ასევე ევროკავშირის არაწევრ შვეიცარიაში.
ამ დროისთვის მხოლოდ ნიდერლანდებში მუშობა დროებით შეაჩერა 180-მა ქათმის ფერმამ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მეტწილად სწორედ ნიდერლანდებიდან სხვადასხვა ქვეყანაში შესულ კვერცხში აღმოჩენილი იქნა მომწამლავი ნივთიერება ფირონილი, რომელსაც ფრინველებსა და ცხოველებშ გავრცელებული ტკიპისა და ტილების წინააღმდეგ იყენებენ. აღნიშნული ნივთიერების საკვებ ინდუსტრიაში, ასევე ცხოველებისა და ფრინველების ფერმებში გამოყენება ევროკავშირის მიერ მკაცრად არის აკრძალული.
ევროკომისიის ცნობით, ევროკავშირის 15 ქვეყანაში, ასევე შვეიცარიასა და ჰონგ კონგში ტოქსიკური ნივთიერება ფიპრონილი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, რის გამოც სუპერმარკეტებმა გაყიდვიდან ამოიღეს მილიონობით ცალი კვერცხი. კვერცხის გაყიდვები შეაჩერეს მსხვილმა სუპერმარკეტებმა, რომლებიც მომხმარებელს ჩეკის წარდგენის გარეშე უბრუნებენ კვერცხში გადახდილ თანხას.
კვერცხის სკანდალი ევროპაში 10 აგვისტოს გავრცელდა, როდესაც ნიდერლანდებში ორი პირი ინსექტიციდების გამოყენებისთვის დააკავეს.
ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა დააკავეს კომპანიის დირექტორები, რომლებიც წარმოებისთვის სავარაუდოდ იყენებდნენ ფიპრონილს იყენებდნენ.
პროკურორების თქმით, არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჯანმრთელი მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
პოლიცია რეიდებს ასევე ატარებს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და შვედეთში.
სკანდალთან დაკავშირებით ევროკომისია 26 სექტემბერს საგანგებო შეხვედრას გამართვს.