საყდრისთან ხანძარია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საყდრისთან ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს უკიდია.

ადგილზე მობილიზებულია ბოლნისის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა და დამატებით ბრიგადებს ელოდებიან.

ამ დროისთვის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.