„ფოლქსვაგენი“ ეკობონუსის სახით მძღოლებს 10 ათას ევრომდე გადასცემს, „მერსედესი“ კი 2 000 ევროს.
10 000 ევროს „ფოლქსვაგენისგან“ მიიღებენ ის გერმანელი მძღოლები, რომლებიც ევრო 1-4-ის დიზელზე მომუშავე ავტომობილს ევრო 6-ის დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე ავტომობილზე გაცვლიან.
„მერსედესი“ კი 2 ათას ევროს გადასცემს მძღოლებს, რომლებიც ევრო 6-ის ავტომობილს შეიძენს. გარდა ამისა, კომპანია 1000 ევროს გადაუხდის ელექტრომობილის მყიდველებს.