რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მესტიაში ხანძარი ლოკალიზებულია

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა მესტიაში ხანძრის ლოკალიზება შეძლო.

ამის შესახებ მესტიის გამგეობა იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ვინაიდან მცირე კერები მაინც იყო, ვერტმფრენი მესტიაში მთელი ღამე დარჩა.

ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობას სამაშველო ბრიგადები ვერ ახერხებდნენ, რის შემდეგაც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.