Google ალბათ ერთ-ერთი პირველია იმ კომპანიებს შორის, სადაც მუშაობაზე ბევრი ოცნებობს.
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - დაწყებული მაღალი ხელფასით, დამთავრებული სამუშაო გარემოთი.
Glassdoor-მა „გუგლის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციები გამოაქვეყნა, რომელიც მხოლოდ წლიურ ხელფასს გულისხმობს და მასში არ შედის ბონუსები.
ინჟინერ-ტექნოლოგი - დაახლოებით 184 000 დოლარი (წელიწადში)
კორპორატიული ადვოკატი/კონსულტანტი - დაახლოებით 189 000 დოლარი
სტრატეგიული გაყიდვების უფროსი მენეჯერი - დაახლოებით 191 000 დოლარი
გაყიდვების მენეჯერი - დაახლოებით 194 000 დოლარი
საიტის ნდობის ინჟინერი - დაახლოებით 194 000 დოლარი
პროდუქციის უფროსი მენეჯერი - დაახლოებით 197 000 დოლარი
ინჟინერ-პროგრამისტი - დაახლოებით 202 000 დოლარი
წამყვანი ინჟინერ-პროგრამისტი - დაახლოებით 207 000 დოლარი
უფროსი ინჟინერ-პროგრამისტი - დაახლოებით 210 000 დოლარი
პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი მენეჯერი - დაახლოებით 234 000 დოლარი
პროდუქტების მენეჯერი - დაახლოებით 243 000 დოლარი
მარკეტინგის დირექტორი - დაახლოებით 269 000 დოლარი
ფინანსური დირექტორი - დაახლოებით 340 000 დოლარი
გარდა ამისა, Google-ში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ სტაჟიორებიც. Glassdoor-ის მონაცემებით, პროგრამული ინჟინრის სტაჟიორის ხელფასი ყოველთვიურად საშუალოდ 6 637 დოლარია.