მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალმა 11.8 მილიარდი ლარი (4.9 მილიარდ დოლარზე მეტი) შეადგინა.
მაშინ როცა, 1 ივლისის მდგომარეობით, საგარეო ვალი 11.7 მილიარდი ლარი (4.8 მილიარდ დოლარზე მეტი) იყო. შესაბამისად, ბოლო 1 თვეში დაახლოებით 76.8 მილიონი ლარით (44.7 მილიონი დოლარით) არის გაზრდილი.
საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)-ია.
IDA -ს მიმართ ქვეყნის ვალი 1 აგვისტოს მდგომარეობით 2.8 მილიარდ ლარზე მეტი შეადგენს; IBRD-ის მიმართ კი სახელმწიფოს 1.6 მილიარდ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.