დღეს, საბურთალოს რაიონში, ზემო ვეძისის ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 900 მმ-იანი ცენტრალური მაგისტრალი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი. მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 14 აგვისტოს, 15:30 საათიდან, ხვალ, 15 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ზემო ვეძისის, ბენდუქიძის დასახლებებს, გოთუას და თამარაშვილის ქუჩებს;
დიღმის მასივის I კვ-ის და ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და "ფეისბუქის" საშუალებით.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი “ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.