რკინიგზის დეპარტამენტი მოშიმშილე თანამშრომლებს პასუხობს.
როგორც რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა კლარჯეიშვილმა განაცხადა, აღნიშნულმა პირებმა კახეთიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს და მათი ტრანსპორტირების ხარჯებიც რკინიგზის დეპარტამენტის მიერ უზრუნველყოფილია.
"ბოლო პერიოდში კახეთის რეგიონში ტვირთბრუნვამ იკლო. შესაბამისად, საჭიროებას აღარ წარმოადგენდა ამ ადამიანების ადგილზე მუშაობა. მათი გადაყვანა მოხდა სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. რეორგანიზაციამდე გაკეთდა ახსნა-განმარტებები. ასევე რეორგანიზაციას წინ უძღოდა მათი წერილობითი თანხმობა ახალ რეგიონში გადასვლაზე. სამწუხაროდ, რკინიგზის გარეთ აღმოჩნდნენ დესტრუქციული ძალები, რომლებსაც სურთ რკინიგზაში პრობლემების შექმნა. ჩვენ ორჯერ გავუგზავნეთ ამ ადამიანებს განმარტებითი წერილი და ვთხოვთ თანშრომლობის გაგრძელებას", - განაცხადა ნანა კლარჯეიშვილმა.
რკინიგზის დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი გურჯაანის რკინიგზის სამსახურში მუშაობდნენ, თუმცა სამუშაო ადგილების შემცირების გამო, სადახლოს განყოფილებაში გადაიყვანეს. მოშიმშილეები სწორედ ამ გადაადგილებას აპროტესტებენ და თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას მოითხოვენ.
რკინიგზის დეპარტამენტთან, სადაც რკინიგზელებმა შიმშილობა დაიწყეს, მცირე ინციდენტი მოხდა.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოშიმშილეებმა კარავი გაშალეს, ხოლო პოლიციის თანამარომლებმა მისი დაშლა დაიწყეს.
ინცინდენტი ამოწურულია - მოშიმშილეებმა კარავი ისევ გაშალეს.