მიმდინარე წლის 1-ელ ექვს თვეში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობაზე 186 ნებართვით ნაკლებია გაცემული.
საქსტატის ცნობით, 2017 წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჯამში 5 009 ობიექტზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. საუბარია 2 858 334 კვადრატული მეტრის ფართობზე.
მაშინ როცა, გასული წლის იანვარი-ივნისის პერიოდში 5 195 მშენებლობის ნებართვაა გაცემული, რაც 2 919 894 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს.
რაც შეეხება დასრულებულ მშენებლობებს, საქსტატის ინფორმაციით, ეს მონაცემი 2016 და 2017 წლის საანგარიშო პერიოდებში არ შეცვლილა და 1 334 ობიექტი შეადგინა.