მიჩიგანის შტატში ქალაქ მეისონში იყიდება სახლი, რომლის ყიდვაც მხოლოდ ამერიკელებს შეუძლიათ.
სახლის მესაკუთრემ ტერასაზე წარწერა განათავსა, რომ ეძებს ნებისმიერ მყიდველს, გარდა უცხოელისა.
უძრავი ქონების მეპატრონე ჯეიმს პრატერი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დიდი თაყვანისმცემელია და მხარდამჭერია.
„დონალდ ტრამპმა თავისუფლება დაგვიბრუნა“, - აღნიშნავს პრატერი, რომლის თქმით, უარს ამბობს, სახლი უცხოელებს მიჰყიდოს.
მიჩიგანის შტატის სამოქალაქო უფლებების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ პრატერის განცხადება არღვევს შტატის კანონებსა და ფედერალურ ნორმებს. ერთ-ერთი ნორმის მიხედვით, უძრავი ქონების გაყიდვის, იჯარით გაცემის ან დაფინანსების დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
სახლის საშუალო ღირებულება 140-170 ათას აშშ დოლარს შეადგენს.