ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაც შეეძლება

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში“ ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ, ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას 14 აგვისტოს ბრძანებაშია ნათქვამი.

ცვლილებების თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა, პარალელურად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე მყოფ პირსაც შეეძლება.

„ადმინისტრაციას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ხელმძღვანელი შეიძლება იმავდროულად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე იყოს,“-ნათქვამია ბრძანებაში.