ეკონომიკის სამინისტრო გიორგი ჩოგოვაძის მიერ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას არ ადასტურებს

ეკონომიკის სამინისტროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

როგორც სამინისტრო იუწყება, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გიორგი ჩოგოვაძე კვლავ რჩება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ხელმძღვანელად.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიით ვრცელდება.

არსებული ცნობით, გიორგი ჩოგოვაძის მიერ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება სავარაუდოდ, GEM Fest-ს უკავშირდება. ფესტივალი 1 900 000 ლარით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დააფინანსა.