საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში სამი მეწარმე სუბიექტი ამხილეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმეები, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, იმერეთის რეგიონში მდებარე მათი კუთვნილი აფთიაქებიდან სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევითა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას ახორციელებდნენ, რის შედეგადაც ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, სამოქალაქო ბრუნვაში მოექცა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული დიდი ოდენობით მედიკამენტები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1- დან 3 წლამდე.