"ელიტ-ელექტრონიქსი" კაფეტერიას ხსნის

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი"ელიტ ელექტრონიქსი" საკუთარი მომხმარებლისთვის 2 კაფეტერიას გახსნის.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკა ბაინდურაშვილმა bpn-ს განუცხადა, რომ პირველი კაფეტერია აპრილის ბოლოს, სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" შენობაში გაიხსნება. კაფეტერია დაახლოებთ 20-25 ადამიანზეა გათვლილი.

რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, როგორც "ელიტ ელექტრონიქსში" ამბობენ, კადრების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. სპეციალურად კაფეტერიისთვის 4-5 ადამიანს დაასაქმებენ.

"ელიტ ელექტრონიქსის" მეორე კაფეტერია ქავთარაძის ქუჩაზე, მაისის ბოლოს გაიხსნება.