ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ, ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 37 170 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.410 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.