კომპანია Tesla-მ შექმნა პროექტი, სახელწოდებით Tesla Tiny House — მომავლის სახლის მოძრავი მოდელი.
როგორც დასახელებიდან ჩანს, ეს არის ძალიან პატარა სახლი, რომელსაც ზომის მიუხედავად, Tesla-ს ყველა ენერგეტიკული ინოვაცია აქვს. კომპანია მას მოძრავი ვიტრინის სახით იყენებს და ელექტრომობილ Model X-თან ერთად დაატარებს, რათა მომხმარებელს აჩვენოს, თუ როგორ მუშაობს ერთად "ტესლას" ყველა გამოგონება.
სახლში არის აუცილებელი სტენდები, რომლებზეც კომპანიის ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციაა წარმოდგენილი, და კონფიგურატორები, რომელთა საშუალებითაც პერსონალური სისტემის შედგენა შეიძლება. რა თქმა უნდა, მთელი სახლი მხოლოდ განახლებადი ენერგიით იკვებება.
ახლა სახლი ავსტრალიურ ტურნეში მიემგზავრება. გზაში სხვადასხვა ქალაქების მცხოვრებლებს შეუძლიათ Tesla-ს საქმიანობას გაეცნონ და მზის სახურავი ან სახლის ენერგომაგროვებელი შეუკვეთონ. კომპანიის საიტზე შესაძლებელია დატოვო განაცხადი, რათა Tesla Tiny House-მა კონკრეტული ქალაქი გაიაროს.