ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ამ დროისათვის ოთხი საცხოვრებელი სახლი იწვის. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.