ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი თხევადი აირის აფეთქებამ გამოიწვია.
როგორცკორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აფეთქების შედეგად იწვის 4 სახლი. ასევე დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს. ერთი დაშავებული ცოტა ხნის წინ კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს, მეორე კი - რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებსა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებთან ერთად, ექსპერტ-კრიმინალისტები და ადგილობრივები იმყოფებიან, რომლებიც ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ახლომდებარე კერძო თხევადი გაზის სადგურის გაუქმებას ითხოვდნენ.