ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, ადგილზე მდებარე გაზის საამქროს გაუქმება არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
საამქროს აფეთქების შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
კერძოდ, მათი თხოვნაა, მოხდეს ზარალის დროული შესწავლა, იქამდე კი ბათუმის მერიამ ისინი საცხოვრებლით უზრუნველყოს.
გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზის საამქრო აფეთქდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული. აფეთქების შედეგად ორი სახლი მთლიანად დაინგრა, ორს კი ხანძარი გაუჩნდა და სერიოზულად დაზიანდა.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მოსახლეობას საკითხის შესწავლას და დახმარებას დაპირდნენ.