აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა Amazon.com Inc.
„ტვიტერის“ პირად გვერდზე დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ კომპანია ზიანს აყენებს სხვა საცალო მოვაჭრეებს და აშშ-ის მასშტაბით ინდუსტრიას კლავს.
„ამაზონი“ დიდ ზიანს აყენებს გადასახადების გადამხდელ საცალო მოვაჭრეებს. აშშ-ის ქალაქები და შტატები ზიანდება - "ამაზონის" ბევრი სამუშაო ადგილი უქმდება “, - დაწერა დონალდ ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების შემდეგ ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციები 1.2%-ით დაეცა.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ხშირად აკრიტიკებს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტს", რომელიც "ამაზონის" დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის.