რუსეთში მცხოვრები 5 ყველაზე მდიდარი ქართველი

თავის დროზე რუსეთის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერლის თამარ გვერდწითელის მიერ რუსეთის ჰიმნის შესრულებას ჩვენში მკვეთრად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ეს ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც რუსეთში მოღვაწე ქართველები საქართველოში განკიცხვის ობიექტი კრემლთან სიახლოვის გამო ხდებიან, თუმცა ვერსად გავექცევით ფაქტს, რომ რუსეთში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, ქართველების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიასპორა ცხოვრობს და ჩვენი თანამემამულეები არაერთ სფეროში წარმატებულებიც არიან.

რუსეთში მცხოვრები 5 ყველაზე შეძლებული ქართველი

ზურაბ წერეთელი

რუსეთში მოღვაწე 83 წლის ზურაბ წერეთელი მოქანდაკე, მხატვარი და პედაგოგია. ის წლების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო დაახლოებული რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლებებთან და დღემდე რჩება კრემლის ფავორიტად. მისი ნამუშევრები მსოფლიოშია ცნობილი. 1997 წლიდან რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. წერეთლის ცნობილი ნამუშევრებია: პეტრე დიდის ძეგლი, იოანე პავლე II -ის ქანდაკება, მონუმენტები "მეგობრობა სამუდამოდ", "კარგი ამარცხებს ბოროტს" და ა.შ.

ავტორია 500 ათასზე მეტი ფერწერული, გრაფიკული, მონუმენტური ნამუშევრებისა.

წერეთელი ავტორია ქრისტეს ქანდაკებისა (80მ.), რომელიც შესაძლოა სანკტ-პეტერბურგში დადგან. მიუხედავად მისი პოპულარულობისა, ხშირად აკრიტიკებენ გიგანტური ნამუშევრების გამო. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ მან მონუმენტი თვით ვლადიმირ პუტინს მიუძღვნა.

ზურაბ წერეთელს არ უყვარს ქონებაზე საუბარი, თუმცა ამბობენ, რომ ის არაერთი დიდი რუსული კომპანიის წილების მფლობელია და მის საკუთრებაში სულ ცოტა ორი მილიარდი დოლარია.

თენგიზ არშბა

რუსეთში მოღვაწე ოთარ, იგივე თენგიზ არშბა 1955 წელს სოხუმში დაიბადა და გაიზარდა ბათუმში.

ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ბედიაში ატარებდა. ბებიის თხოვნით საქონელს უვლიდა, შეშას ჩეხავდა, სწორედ ბებოს წყალობით მიეჩვია მომავალი ბიზნესმენი შრომას. რაც შეეხება სპორტს, ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც გახლდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთარის ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. სწავლობდა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. 1994 წელს კი მოსკოვის საერთაშორისო საფინანსო-საბანკო სკოლა დაამთავდა.

2003 წლიდან რუსეთის დუმის დეპუტატია.

90-იან წლებში რუსეთში მან საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა. არშბა ქართველი მილიარდერების სიაში მეცხრე პოზიციას იკავებს. მისი ქონება 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მილიარდერი მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი რუსული სამთო-მეტალურგიული კომპანიის "ევრაზ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრია.

დავით იაკობაშვილი

დავით იაკობაშვილი 1957 წლის 2 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლა. ამის შემდეგ დღისით მეტალურგიულ ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით მეტრომშენში. ასევე ეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება.

ამჟამად იგი არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. დავით იაკობაშვილი მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია. წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა.

ალექსანდრე ჯაფარიძე

ალექსანდრე ჯაფარიძე 20 ივლისს 1955 წელს მახაჩკალაში დაიბადა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფიზიკით და მათემატიკით. 1977 წელს დაამთავრა ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების ინსტიტუტი და გეოფიზიკოსთა ექსპედიციის ხელძღვანელად დაინიშნა.

1995 წელს მან დააარსა მომსახურების კომპანია "პეტროალიანსი", რომელიც კომპანიებს მომსახურებას უწევდა ნავთობმოპოვების სფეროში. 2004 წელს ბიზნესმენმა ეს კომპანია გაყიდა და შექმნა საბურღი კომპანია. დღეს კოპანია "ევრაზიას" მფლობელია.

ჯაფარიძე "ფორბსის"რეიტინგში 62-ე ადგილს იკავებს. მისი შემოსავალი 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. იხილეთ გაგრძელება