როგორ გავაკეთოთ სახლში რემონტი, როდესაც ფული არ გვაქვს - 5 პრაქტიკული რჩევა

რემონტი საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ხშირად წლობითაც კი იწელება.

არის შემთხვევები, როდესაც ოჯახს არ აქვს საკმარისი თანხები, მაგრამ სახლის გადასხვაფერება საჭიროა. ისეც ხდება, რომ მთელ ფინანსებს ახალ სახლში გადაიხდი და სარემონტო ფული უბრალოდ არ გრჩება. ასეთი შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირია. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

შემოგთავაზებთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, როგორ შეიძლება სახლში რემონტის საკუთარი ძალისხმევით გაკეთება.

გენერალური დალაგება

სანამ რაიმე სამუშაოს დაიწყებთ, კარგად დაალაგეთ ყველაფერი და გადაყარეთ ზედმეტი ნივთები. ხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ სწორად გაანალიზებას, რა არის გასაკეთებელი სახლში. გირჩევთ ჩაიწეროთ ყველაფერი, რისი გაკეთება დაგჭირდებათ. ეს სია დაგეხმარებათ თანხების დაზოგვაში სარემონტო მასალის ყიდვის დროს.

სარემონტო მასალა

სანამ მაღაზიაში წაბრძანდებით სარემონტო მასალის საყიდლად, გაიხსენეთ, თქვენს რომელიმე ახლობელს ახალი დამთავრებული ხომ არ აქვს ეს პროცესი. მას დარჩენილი ექნება გარკვეული მასალები. უარი არაფერზე თქვათ, გვერწმუნეთ, რემონტის დროს ყველაფერი გამოგადგებათ, მეტლახი და კაფელიც კი, რომელსაც, სურვილის შემთხვევაში რაღაცას შეუხამებთ.

ავეჯი

სახლში ავეჯის შეცვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენი საცხოვრებელი ფართის გადასხვაფერებაში, მაგრამ ხშირად არ არის იმის საშუალება, რომ შეიძინოთ ახალი ავეჯი. ამისთვის კი არსებობს მშვენიერი საშუალება, დეკუპაჟი, რომელიც საშუალებას მოგცემთ თქვენი ავეჯი ისე შეცვალოთ, რომ თავადაც კი გაგიჭირდებათ მისი ცნობა. თან, ეს იქნება ექსკლუზიური ვარიანტი, რომელიც მარტო თქვენ გექნებათ.

სტილი “ქანთრი”

ეს სტილი დღესდღეობოთ ძალიან აქტუალურია. ავეჯი ხისგან არის დამზადებული, ასევე ხის არის სახლის ძირითადი აქსესაურები. ეს ამარტივებს სახლის მოწყობის პროცესს. ბევრი ნივთის დამზადება ხისგან თავად ან მეგობრების დახმარებით შეგეძლებათ. შედეგად კი ასე მოდურ “ქანთრის” სტილს მიიღებთ. იხილეთ გაგრძელება