GEM-Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა მაკედონიიდან დაბრუნდა და უახლოეს მომავალში პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.
„ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემა შეგვექმნა ბევრი მიზეზის გამო. ამ დღეებში გვექნება პრესკონფერენცია და ამაზე ვისაუბრებთ, ყველაფერს მოვყვებით. გვაქვს ფინანსური სირთულეები, თუმცა პასუხისმგებლობას, კიდევ ვიმეორებ, არ გავურბივართ. ძალიან ბევრს შეძლებისდაგვარად გადავუხადეთ თავიანთი თანხები და უკლებლივ ყველა, ყველა „კაპიკს“ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი სიგუამ „იმედთან“ საუბარში.
GEM-Fest-ის ხელმძღვანელობას თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მიღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან.