რუსთავში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #4-თან, ,,საქართველოს ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი რკინის იარაღით აპარატის დაზიანებას და თანხის წაღებას ცდილობდა.
თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. დანაშაულში ეჭვმიტანილი, რუსთავის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზევე დააკავეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 19-177 -ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და მიმდინარეობს გამოძიება.