„სარფში“ საქართველოს მოქალაქეს აირის ვაზნები და მარიხუანა აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა და სამართალდამცველებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, თ.კ-ს აირის ვაზნა (ჯამში, 200 ც.) და ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა“ (71.13 გრამი) აღმოუჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, ნარკოტიკული ნივთიერება და აირის ვაზნები სამართალდამცველებმა თ.კ.-ს ავტომობილში აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.