წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მე-2 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 018.9 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურის სულადობამ 492.3 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.5 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 1 231.9 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა კი 10.4%-ით გაიზარდა და 194.6 ათასი სული შეადგინა. ხოლო ფრინველის რაოდენობამ 11 718.2 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 0.4 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.