სიტყვიერი დაპირისპირების გამო, სემეკის სხდომა შეწყდა (+ვიდეო)

სემეკის სხდომაზე, სადაც კომპანია „თელასის" სატარიფო განაცხადის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე მსჯელობენ, ხმაურია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომას „ლეიბორისტილი პარტიის" წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ სემეკს მოუწოდა, არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილება, რომ „სემეკის წევრები - მაღალანაზღაურებადი თოჯინები არიან და ისინი ასრულებენ კახა კალაძისა და ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას".

მისივე ვარაუდით, სემეკი ოქტომბრის შემდეგ, არჩევნების დასრულების მერე მიიღებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას. როგორც გიორგი გუგავამ აღნიშნა, პირადად ის ამას არ დაუშვებს.

ამის შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები სემეკის წევრების მაგიდასთან მივიდნენ და მოსთხოვეს მათ, რომ სხდომა დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ. ხმაურის გამო ამ წუთებში სემეკის სხდომა შეწყვეტილია.