"სილქ როუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„სხვადასხვა მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდნეტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაში, პერიოდულად ცდილობენ “სილქ როუდ ჯგუფი” და მისი ხელმძღვანელობა ამ კამპანიის ნაწილად აქციონ და ჩრდილი მიაყენონ როგორც კომპანიის იმიჯს, ასევე უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს. თავისი მიზნების მისაღწევად მათი ჟურნალისტები ხშირად არა მხოლოდ არღვევენ ჟურნალისტურ ეთიკას, არამედ მიმართავენ ფაქტების დამახინჯებას და ფალსიფიცირებას.
ჩვენი იურისტები ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობენ ამ საკითხს და ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი საშუალება ჩვენი უფლებების დასაცავად.
უმოკლეს ხანში შემოგთავაზებთ უფრო ვრცელ განცხადებას, რომელიც ამომწურავ პასუხს გასცემს აღნიშნული მედია-საშუალებების პუბლიკაციების გამო აღძრულ საკითხებს“, - ნათქვამია „სილქ როუდ ჯგუფის“ განცხადებაში.
„ფორბსი“ - გიორგი რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს