ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიის პოლიცია ავრცელებს.
„კატალონიის საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს, რომ ქალი, რომელიც საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.