მემინგენი - ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ინფორმაციით, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.
”ქუთაისი - მემინგენის რეისი, რომელიც ქუთაისიდან გაფრინდა 19:17 საათზე, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა. ხოლო მემინგენიდან მომავალ მგზავრებს, ავიაკომპანია ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებს”, - განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში.
გერმანიის ქალაქ მემინგენიდან ქუთაისის მიმართულებით ავიარეისი უნდა შესრულებულიყო, თუმცა ავიარეისი არ შესრულდა. მგზავრების თქმით, მათ არანაირი განმარტება არ მისცეს რეისის გაუქმების შესახებ, რის გამოც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.