მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ (WTO) გაერო-სთან ერთად 2017 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ქვეყნები დაასახელა.
მსოფლიოს ტურისტული ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურისტებს შორის მოთხოვნა გაიზრდება ისეთ მიმართლებებზე, როგორიცაა მონღოლეთი და ნიკარაგუა.
ვიეტნამი
გაერო-სა და WTO-ს პროგნოზით, აზიის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართლება სწორედ ვიეტნამი იქნება. მიმდინარე წელს, ვიეტნამში უცხოელი ტურისტების რიცხვი უკვე გაიზარდა 31,2%-ით, გასულ წელთნ შედარებით. წლის ბოლომდე ქვეყანაშ 13 მილიონ ტურისტს ელიან.
ტუნისი
ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმს მნიშნელოვანი ადგილი უკავია. ტუნისში მცხოვრები 400 ათსი ადამიანი, რაც ქვეყნის აქტიური მოსახლეობის 12%-ს შეადგენს, ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ტუნისში პერიოდულად მომხდარი ტერაქტები ნეგატიურად აისახება ტურიზმზე, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა. WTO-ს მონაცემებით, ტუნისი წელს 7,5 მილიონ უცხოელ ტურისტს მიიღებს.
ნიკარაგუა
გასულ წელთან შედარებით, ნიკარაგუაში ჩასული უცხოელი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს უკვე გაზრდილია 28,4%-ით. საოცარი სანაპიროები, საინტერესო ისტორია, მრავალფეროვანი გართობა და დასვენება ნიკარაგუას მიმზიდველობას მატებს. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, წელს ნიკარაგუაში უცხოელ ტურისტთა რაოდენობა 2 მილიონს გადააჭარბებს.
მონღოლეთი
WTO-სა და გაერო-ს რეიტინგში მონღოლეთის გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. სტეპებსა და უდაბნოებს შორის განთვსებული ქვეყანა ბოლო ხანებში სულ უფრო პოპულარული ხდება სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს შორის. მიმდინარე წელს მონღოლეთში ტურისტების რაოდენობა 28,3%-ით გაიზარდა,
ისლანდია
ისლანდიაში, რომელიც ყოველთვის პოპულარული იყო ტურისტებს შორის, ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩადის. WTO-ს რეიტინგის ავტორთა განცხადებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი „სამეფო კარის თმაშებია“. სერიალის ეპიზოდები სწორედ ისლანდიაშია გადაღებული. WTO-ს პროგნოზით, წლის ბოლომდე ისლანდია 2,5 მილიონ ტურისტს უმასპინძლებს.
იხილეთ აგრეთვე: 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში