გამგებელი - ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ერთი კერა, პრაქტიკულად, ლოკალიზებულია

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ერთი კერა პრაქტიკულად ლოკალიზებულია. როგორც ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, დაბის მხრიდან ხანძრის კერა ლოკალიზებულია და ახლა მეხანძრეები ძირითად სოფელ ყვიბისთან მუშაობენ. დილის 07:00 საათიდან ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ვერტმფრენიც.

"გუშინ მთელი ღამე სოფელ ყვიბისის მხრიდან ორი მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რომლებიც ხანძრის კერასთან მისასვლელ გზებს ჭრიდნენ. ახლა უკვე სახანძრო მანქანები აწარნოებენ ხანძრის ლოკალიზებას. რაც შეეხება დაბის მხარეს, იქ ხანძრის კერა პრაქტიკულად ლოკალიზებულია. რამდენიმე კერაა დარჩენილი სოფელ ყვიბისის მხრიდან", - განაცხადა ბირჯომის გამგებელმა.

ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე ებრძვის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბორჯომში დამატებითი ძალების მობილიზება გვიან ღამით მოხდა.