მეორადი ავტონაწილების ბაზრობის დამწვარ ჯიხურებს ექსპერტები სწავლობენ

ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის დამწვარ ჯიხურებს ექსპერტები სწავლობენ.

სავარაუდოდ, სწორედ ექსპერტების მიერ ჩატარებული აღწერის შემდეგ გახდება ცნობილი ზარალის ოდენობა. ექსპერტების მუშაობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი 19 აგვისტოს, გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი იყო მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 15 კომერციული ობიექტი, სულ 1200 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.