მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს თავშესაფრის თხოვნით უცხო ქვეყნის 379-მა მოქალაქემ მიმართა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ლტოლვილთა სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მომართავენ თავშესაფრის მაძიებლები ერაყიდან (67), თურქეთიდან (41), ეგვიპტიდან (40), ირანიდან (38), ინდოეთიდან (24) და რუსეთიდან (22).
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე