მემინგენის აეროპორორტში დარჩენილ ყველა მგზავრს კომპანია „ვიზეარი“ ხარჯებს აუნაზღაურებს, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აეროპორტების გაერთიანებს ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან, სადაც განმარტეს, რომ მგზავრებს ყველანაირ ხარჯებს აუნაზღაურებენ.
ამასთან, ალექსიძის თქმით, კომპანიაში განმარტეს, რომ მგზავრებს ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად ბილეთის გადაცვლაც შესთავაზეს.
მემინგენი-ქუთაისის ავიარეისი რომელიც წუხელ უნდა შესრულებულიყო, საბოლოოდ გაუქმდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში განუცხადეს, რეისის გაუქმების მიზეზი უამინდობა იყო.
ქუთაისი - მემინგენის რეისი, რომელიც გუშინ წინ ქუთაისიდან გაფრინდა, მემინგენში არსებული ძლიერი ელჭექის გამო, მიუნხენში დაფრინდა. ასევე, ელჭექის გამო გაუქმდა ქუთაისის მიმართულებით ფრენა.
მგზავრების თქმით, ახალი რეისი 24 აგვისტოს დაინიშნა, იქამდე კი სასტუმროებში საკუთარი სახსრებით დაბინავდნენ.