ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე მდებარე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში ხანძარია.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
ამ დროისთვის ცეცხლი სახურავსა და შენობის მეორე სართულს უკიდია.
ხანძრის ლოკალიზებას 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.
ამ დროისთვის შენობაში რაიმე დაწესებულება განთავსებული არ არის.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.