ამ დროისთვის ყველაზე აქტუალური თემა - ელექტრონული ვალუტა- Bitcoin-ია. მსოფლიოს ყველაზე დიდი კრიპოტოვალუტა გამყარებას აგრძელებს.
ვალუტის შემქმნელებმა დაანონსეს, რომ ნოემბერში მოხდება კიდევ ერთი გაყოფა, ეგრედ წოდებული segwit. რაც პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას და დაჩქარებას გამოიწვევს. ამ სიახლის ფონზე ბიტკოინი კიდევ გამყარდა და 3559$-დან ავიდა 4470$-მდე.
ძვირფასი მეტალი აგრძელებს გამყარებას. ამერიკას და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებულ დაძაბულობას დაემატა ბარსელონაში ხუთშაბათს, 17 აგვისტოს მომხდარი ტერორისტული აქტი, რამაც გაამძაფრა მოთხოვნა ოქროზე.
ამ მოვლენებს დაემატა ამერიკაში FOMC-ის სხდომის პროტოკოლის გამოქვეყნება. ფედ ბანკის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ქვეყანაში სუსტი ინფლაციის გამო, რაც საპროცენტო განაკვეთის აწევას აფერხებს. ამ შეფასების ფონზე ოქრო გამყარდა 1267$-დან 1300$-მდე, რითიც დააფიქსირა 2016 წლის ნოემბრის მაქსიმუმი.
პარასკევს, 18 აგვისტოს, ამერიკის ნავთობკომპანია Baker Hughes-მა აშშ-ის მასშტაბით ნავთობის საბურღი დანადგარების რაოდენობა გამოაქვეყნა. ნავთობკომპანიის მონაცემებით, რაოდენობამ 763 შეადგინა, რაც 5 ერთეულით ნაკლებია წინა კვირის მაჩვენებელზე. ამ ინფორმაციის ფონზე კვირის ბოლოს ნავთობი მკვეთრად გამყარდა. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 49$-დან 52$-მდე გაიზარდა. ხოლო აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასი 46$-დან 49$-მდე.
გასულ კვირას საფონდო ბირჟაც საკმაოდ აქტიური იყო. ამერიკას და ჩრდილოეთ კორეას შორის დაძაბულობამ იმოქმედა მთლიანად ამერიკის და აზიის ბაზრებზე, რამაც უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს ზარალი მოუტანა. ჯამში კვირის მანძილზე კომპანიებმა 43 მილიარდი დოლარი იზარალეს.ყველაზე მეტად ზარალი ნახა ონლაინ საცალო გაყიდვების გიგნტმა Amazon-მა. გასულ კვირას ამერიკის პრეზიდენტმა "ტვიტერის" პოსტში კომპანია ქვეყნის მასშტაბით საცალო გაყიდვების ზრდის შეფერხებაში დაადანაშაულა. ტრამპის კრიტიკამ "ამაზონს" 5.7 მილიარდიანი დანაკარგი მოუტანა. ჯამში "ამაზონის" აქციებმა 1.5% დაიწია და 991$-დან 952$-მდე შემცირდა.
რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, მსოფლიოში ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ფორექსზე აქტიურობით გამოირჩეოდა ამერიკული დოლარი. დოლარმა გამყარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გუამის ბაზის დაბომბვის ბრძანება გააუქმა და მოლაპარაკებებს დათანხმდა ამერიკასთან.
თუმცა ოთხშაბათს, 16 აგვისტოს FOMC-ის შეხვედრის შემდეგ დოლარი ისევ დასუსტდა, რადგან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს წარმომადგენლებმა ვერ განამტკიცეს საპროცენტო განაკვეთის კიდევ ერთხელ აწევის შესაძლებლობა. საინტერესო წყვილი იყო EUR/USD, რომელმაც ორვე მიმართულებით იმოძრავა. მოძრაობის დაიპაზონი იყო 1.17879-დან 1.16604-მდე.
21-25 აგვისტოს ეკონომიკური კალენდარი მშვიდი იქნება ინფორმაციულად. დღევანდელი დღე ტრადიციულად მშვიდია და შეგვიძლია ტექნიკური ანალიზების მიხედვით ვივაჭროთ.
სამშაბათს, 22 აგვისტოს, 13 საათზე ევროპიდან გამოვა განწყობის ინდექსი საქმიან წრეებში, ხოლო 16 საათსა და 30 წუთზე კანადიდან გამოვა საცალო გაყიდვები. ვაჭრობა რეკომენდირებულია EUR/USD, EUR/CAD და USD/CAD-ის წყვილებზე.
ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, საქმიანი აქტიურობის ინდექსს გამოაცხადებენ: დილის 5-ის ნახევარზე იაპონია, 11 საათზე საფრანგეთი, 11 საათსა და 30 წუთზე გერმანია, 12 საათზე ევროპა, ხოლო საღამოს 17 საათსა და 45 წუთზე ამერიკა. სავაჭროდ აქტიური წყვილები იქნება: USD/JPY, EUR/USD და USD/CHF-ის წყვილებზე.
ხუთშაბათს, 24 აგვისტოს, ღამის 2 საათსა და 45 წუთზე ახალი ზელანდიიდან გამოვა სავაჭრო ბალანსი. 12 საათსა და 30 წუთზე ბრიტანეთი გამოაქვეყნებს მთლიან შიდა პროდუქტს, ხოლო საღამოს 16 საათსა და 30 წუთზე ამერიკიდან გამოვა პირველადი მიმართვები უმუშევრობის დახმარების მისაღებად. გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ: NZD/USD, GBP/USD და USD/CAD-ის წყვილებს.
პარასკევს, 25 აგვისტოს, ღამის 4-ის ნახევარზე იაპონიიდან გამოვა სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ხოლო დილის 10 საათზე გერმანია გამოაცხადებს მ.შ.პ-ს. შეგვიძლია ვივაჭროთ: CAD/JPY და EUR/JPY-ის წყვილებზე.