შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ბაზრის კვლევას აცხადებს.
კვლევა შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ რეორგანიზაციისა და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ კუთვნილი აქციების პირველადი საჯარო შემოთავაზების პროცესთან დაკავშირებით კონსულტაციას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შეთანხმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან, ასევე მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან.
კომპანიებმა თავიანთი შემოთავაზებები თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით 2017 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინონ.