ევაკუაციის გეგმა შემუშავებული გვაქვს, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა ცეცხლის სრულად ლიკვიდირება არ მომხდარა.
“ყველა ქვედანაყოფი მუშაობს. სამწუხაროდ, სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, თუმცა ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ამ ეტაპზე არ არის არც ხანძრის ახალი კერები. საევაკუაციო გეგმა შემუშავებული გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს”, - განაცხადა დიმიტრი ყიფიანმა.
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ძველ ნახანძრალ ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი.