ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3910 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.3895 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარი ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 შეიცვალა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0032 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.