Gem fest-ზე დასაქმებულმა 11-მა პირმა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
მოსარჩელეების განმარტებით, ადმინისტრაცია ხელფასების სრულად გადახდას დაპირდა, თუმცა პირობის შესრულებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან.
„ამიტომ სამართლებრივი ფორმით ბრძოლა გადავწყვიტეთ. სასამართლო 5 სამუშაო დღეში გადაწყვეტს სარჩელის წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხს“, - განაცხადეს დასაქმებულებმა.