იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილია.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, 2015 წლის ივლისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთი 317 000 იყო, 2016 წლის ივლისში – 474 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 457 000.
გარდა ამისა, დიდია რეგისტრირებულთა რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობის მოლოდინში არიან. 2015 წლის ივლისში – 1 609 000 კაცი, 2016 წლის ივლისში – 1 338 000, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში – 1 მლნ-მდე ადამიანი.