მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში 360.4 მილიონი სმარტფონი გაიყიდა.
ბაზრის კვლევითი კომპანია Strategy Analytics-ის მონაცემებით, მსოფლიოში გაყიდვების მიხედვით პირველ ადგილზე Apple-ის სმარტფონი iPhone 7-ია 16,9 მილიონი გაყიდული სმარტფონით. მეორე პოზიციაზეა ასევე "ეფლის" iPhone 7 Plus - 15.1 მილიონი სმარტფონით. "ეფლის" სმარტფონებს მოჰყვება "სამსუნგის" Galaxy S8 და Galaxy S8 - შესავამისად 10,2 მილიონი და 9 მილიონი გაყიდული სმარტფონით. ხუთეულს ასრულებს ჩინური Xiaomi Redmi 4A - 5,5 მილიონი გაყიდული სმარტფონით.
Strategy Analytics-ის ბოლო მონაცემების თანახმად, მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით ყველაზე გაყიდვადი ანდროიდ სმარტფონის წოდება ერგო „სამსუნგის“ Galaxy S8-ს.
როგორც კომპანიის კვლევაში წერია აპრილი-ივნისის მონაკვეთში კომპანიამ S8 და S8+-ის 19 მილიონი ერთეულის რეალიზება მოახერხა, აქედან 10.2 მილიონი S8-ზე მოდის, ხოლო დანარჩენი 9 მილიონი S8+-ზე.
კოკა კვირკველია