ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩასართავად თურქეთიდან 2 ვერტმფრენი და ასევე თვითმფრინავი დაემატება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
გომელაურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.
”კიდევ დაგვემატება ავიაცია თურქეთიდან. სხვა ქვეყნებიდან დახმარება ჯერჯერობით არ განიხილება. თურქეთიდან დაემატება ჩვენს ავიაციას 2 ვერტმფრენი და საუბარია ასევე თვითმფრინავზე”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.